კალათბურთი

3:26 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის კლუბის მე-10 მარცხი

იტალიის რანგით მე-3 ლიგაში გიგა ჯანელიძის “როზეტო” “ლენიანოს” ესტუმრა და 74:82 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 32 წუთში 9 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ჯანელიძემ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

როზეტოელებს 5 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდათ და 16-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფებიან. ჯანელიძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს, შინ, “ჩიეტისთან” გამართავს.

0.121164