ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ჩემპიონატში შეუჩერებელია. სკიტას “ჩემპვილმა” “ტადამონთან” გასვლითი მატჩი 71:87 წააგო, ქართველი კი მეტოქეს ლამის მარტო ეთამაშებოდა – 37 წუთში 25 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება მოაგროვა.
ცქიტიშვილმა 10-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 14-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.
ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტი 38 იყო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“ჩემპვილი” 2 მოგებით და 4 მარცხით 8-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა, შემდეგ თამაშს კი 10 იანვარს, შინ, მისდარი მონაგარის მქონე “მუტაჰედთან” ჩაატარებს.