თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” გასვლით შეხვედრაში 5:2 დაამარცხა “ერქიესპორი.”
ანგარიში მეხუთე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. რამდენიმე წუთში “ქასიმფაშას” რიგებიდან ანგარიში სკარიონემ გაათანაბრა, ხოლო 43-ე წუთზე ეკერის გოლით პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 2:1. მე-60 წუთზე სკარიონემ დუბლი შეასრულა, ხოლო 78-ე წუთზე რაიან ბაბელმა სამამდე გაზარდა სხვაობა.
მასპინძელთაგან 85-ე წუთზე პორტუგალიელმა ედინიომ გაიტანა, თუმცა იოზენის ავტოგოლით სამბურთიანი სხვაობა აღდგა და დარჩენილ მცირე დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
არველაძის გუნდმა სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, მისი გუნდი 23 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.