კალათბურთი

15:43 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიტ რობინსონს მაჯა აწუხებს

“დენვერ ნაგეტსის” 30 წლის გამთამაშებელმა ნეიტ რობინსონმა “მემფისთან” 114:85 მოგებულ მატჩში მაჯა დაიზიანა. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

მეორე პერიოდში ვინს კარტერმა რობინსონის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია. ნეიტმა დაცემის დროს მაჯა დაიზიანა და თამაში ვეღარ გააგრძელა, კარტერი კი არასპორტულით ფოლით დაისაჯა.

მიმდინარე სეზონში რობინსონის მონაგარი 5.4 ქულა 1.1 მოხსნა და 1.9 პასი გახლავთ.

0.108274