ფეხბურთი

14:31 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესს გაძევება ემუქრება

“ევერტონს” ამ სეზონში საქმეები ისე კარგად ვერ მისდის, როგორც შარშან, ამან კი შესაძლოა კლუბის ხელმძღვანელობას ცვლილებებისკენ უბიძგოს.

სამშაბათს “ევერტონი” ინგლისის თასზე ლონდონის”ვესტ ჰემს” მასპინძლობს და The Telegraph-ის ცნობით, მატჩი გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია.

კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდის თამაშში, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი შეხვედრა დათმო და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილამდე დაეშვა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იხილოს. ჯერჯერობით ესპანელი სპეციალისტი გათავისუფლების კანდიდატად არ ითვლება, მაგრამ კიდევ რამდენიმე ჩავარდნილი მატჩი და მას ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გასული, წარმატებული სეზონის შემდეგ, როდესაც “ევერტონმა” მე-5 ადგილი დაიკავა, მარტინესმა ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდის გასაძლიერებლად 28 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეძენილი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუც მიიღო.

0.120492