ჩოგბურთი

14:10 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ოკლენდში წინ მიიწევს

ამერიკის სახელით მოასპარეზე მსოფლიო რეიტინგის 146-ე ნომერმა ანა ტატიშვილმა ოკლენდის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მეორე მატჩი მოიგო. ანამ 3 სეტში მსოფლიო რეიტინგის 101-ე ნომერი, ბელგიელი ან-სოფი მესტახი (6:7, 6:0, 6:2) დაამარცხა.

ანას ძირითად ბადეში შესასვლელად 29 წლის ლუქსემბურგელი ჩოგბურთელის, მენდი მინელას დამარცხება მოუწევს. მინელა რეიტინგში 180-ე ადგილზეა.

ოკლენდის ტურნირზე პირველ ნომრად დანიელი კაროლინ ვოზნიაცკია განთესილი.

0.137475