2015/16 წლების სეზონს “ლივერპული” სტივენ ჯერარდის გარეშე დაიწყებს. “ლივერპულის” კაპიტანმა სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლა უკვე დააანონსა, შაბათ საღამოს კი, საკლუბო ტელეარხთან საუბრისას, გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
“ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ბრენდან როჯერსმა ცოტა ხნის წინ თავისთან დამისვა და მითხრა, რომ დადგა დრო ვიფიქროთ, როგორ გავაკონტროლოთ ჩემი თამაში და ჩემი სათამაშო დრო იმის მიხედვით, თუ რა იქნება კარგი ჩემთვის და რა – გუნდისთვის. გავაანალიზე და სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ როდესაც დიდი ხნის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი ხარ, ეს მაინც რთული იქნება ჩემთვის. მწვრთნელის წინადადება მივიღე. როცა მოედანზე ვიქნები ან როცა სათადარიგოთა სკამზე მომიწევს ყოფნა, ან სადაც გინდა ვიყო, მე ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის, თუმცა ამ საუბარმა წასვლა გადამაწყვეტინა. მაისში 35 წლის ვხდები. რვა წლიდან ფეხბურთში ვარ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს დღე დადგებოდა და მე ვფიქრობ, მალე დადგება კიდეც.
მე ადამიანი ვარ და არა რობოტი და არც 24 წლის ახალგაზრდა. ვისურვებდი ამ ასაკის ვიყო და 24 წლისა შევხვედროდი ბრენდანს. მაშინ ჩვენ გვექნებოდა საუბარი ბევრ მოსაგებ ტიტულზე. რეალობა კი ისაა, რომ როჯერსი კლუბში მაშინ მოვიდა, როდესაც 32 წლის ვიყავი.” – განაცხადა ჯერარდმა.
ლივერპულელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ ჯერარდისთვის მოლაპარაკების დროს მწვრთნელობა არ შეუთავაზებია, რადგან თავად ფეხბურთელი ისედაც ახდენს გავლენას მოთამაშეებზე და სტიმულს აძლევს.
“ლივერპულმა” ჯერარდს 2014 წლის ნოემბერში ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელმა ხელშეკრულების გახანგრძლივება იუარა. ამის მიზეზი კი როჯერსია, რომელიც ჯერარდს ხშირი თამაშის გარანტიას ვერ აძლევს. ჯერარდს მშობლიური კლუბის დატოვება ძალიან უჭირს, თუმცა უნდა, ახალი გამოწვევები მიიღოს. ერთ-ერთი წინადადება მას ამერიკიდან, “ლოს ანჯელეს გალაქსიდან” აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაკრებში არ გიძახებს ის ტავგასიებული და შენ გული არ გაიტეხო ყველა ქუტაისელი გაფასებს და წარმატებას გისურვებს მგონი საჩემპიონო სეზოვს ატარებ ტორპედო მეც მარტლა მომელოცოს ჩემპიონება ტორპდოს შენტან ერტად წელს
+1
ანდორამ ერთი თამაში მოიგო და გერმანიას არ გახარებია მსოფლიო ჩემპიონობა ისე, ამათ რო გაეხარდათ.
ნუ ლანძღავთ ნაკრებს.
არანაირი დამსახურება არ აქვთ ქართველ მკითხველს ფეხბურთის და ფეხბურთელების მიმართ რომ რამე მოთხოვოთ. არ იცით როგორ გუნდებში და რამდენხანს თამაშობენ?!
და სოციალურ ქსელს რო გადახედონ ხო იტყვიან ჩემი მაგინებლების გულის გასახარად უნდა მოვიკლა თავი მოედანზეო?! თუ ოლღა ბებოს სინდრომია... ჩვენ კი ვაგინებთ მარა ჩვენი ყ*)რები ლოცავენ))))))))
გულშემატკივარი ფულს ითხოვს გულშემატკივრობაში თუ სასმელ-საჭმელს ? უბრალოდ ვქომაგობთ და ამდენი ნეგატივის მიღების შემდეგ ჩვენც ნეგატივს ვაფრქვევთ. ეს ბუნებრივია.
ჩვენთვის კი არა, თავიანთი თავებისთვის ითამაშონ მაგ უბედურებმა. იქნებ უკეთეს კლუბს გამოკრან ხელი. თორემ გულშემატკივრები რომ ყოველთვის ეკიდათ უკვე 25 წელია ვუყურებ და ვიცი.