ფეხბურთი

13:00 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლოს ანჯელეს გალაქსი” ჯერარდს 18-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს

ESPN-ის ინფორმაციით, “ლოს ანჯელეს გალაქსი” “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდისთვის 18-თვიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა “მერსისაიდელთა” რიგებიდან წასვლა უკვე დააანონსა.

მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ამერიკული კლუბი იჩენს. იმ შემთხვევაში, თუ ჯერარდი “გალაქსის” რიგებს შეუერთდება, მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი დოლარი ექნება და 18 თვის განმავლობაში 9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, სეზონის შემდეგ სად გააგრძელებს კარიერას ლივერპულელთა ლეგენდარული ფეხბურთელი. თავად ჯერარდმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მშობლიურ გუნდს მომავალში დაუპირისპირდეს. შესაბამისად, სტივენის სხვა ინგლისურ კლუბში თამაში გამორიცხულია.

30 მაისს ჯერარდს 35 წელი უსრულდება. “ლივერპულში” ის 1998 წლიდან ირიცხება (494 მატჩი, 116 გოლი), ინგლისის ნაკრებში კი 2000 წლიდან თამაშობს (114, 21).

0.11209