საშობაო არდადეგები დასრულდა ესპანეთში. გუშინ ლა ლიგის 5 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს მოქმედი ჩემპიონის, მადრიდის “ატლეტიკოს” შეხვედრა იწვევდა. “როხიბლანკომ” ახალი წლის პირველ შეხვედრაში “ლევანტეს” უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.
მადრიდელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მალევე გახსნეს ანგარიში. მე-18 წუთზე გილერმე სიკეირამ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ანტუან გრიზმანმა დაასწრო და ანგარიში გახსნა. მადრიდელებმა პირველ ნახევარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არცერთი ჩაითვალა. არდა თურანის შორეული დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო ლუკას ვინტრამ კინაღამ ავტოგოლი ჩაიწერა პასივში.
“ატლეტიკომ” მეორე ტაიმის ძალიან კარგად დაიწყო და 47-ე წუთზე გრიზმანმა კიდევ ერთი ზუსტი თავური შეასრულა. ამ ეპიზოდში უნდა აღინიშნოს სტუმართა მეკარის მარინიოს ძალიან კარგი თამაში, რომელმაც ურთულესი დარტყმული აუღო მანძუკიჩს და გრიზმანის თავურის მოგერიაბამდეც სულ ცოტა დააკლდა. “ბაყაყებმა” იბრძოლეს და თამაშში დაბრუნება მოახერხეს. 62-ე წუთზე მოწონებულ კუთხურს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, მცველებმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანეს, რითაც შეცვლაზე შემოსულმა ელ ჟარმა ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. გაშვებულმა გოლმა მასპინძლებზე კარგად იმოქმედა და სათამაშო ინიციატივა სრულიად იგდო ხელში. 82-ე წუთზე “ატლეტიკომ” მორიგი სტანდარტული გაითამაშა, ტიაგოს ჩაწოდების შემდეგ დიეგო გოდინმა მარინიოს დაასწრო და თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. შეხვედრას ფერნანდო ტორესი ესწრებოდა, რომელიც 7-წლის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და ძალიან მალე მოედანზე კვლავ “როხიბლანკოს” მაისურით ვიხილავთ.
ძალიან უიღბლო პერიოდი აქვს ვიგოს “სელტას”, რომელსაც ვერც ახალმა წელმა უშველა. გალისიურმა კლუბმა ლა ლიგაში ზედიზედ მე-7 შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა. ვიგოელებმა მიყოლებით 6 შეხვედრა დათმეს და საგძნობლად ჩამორჩნენ ზედა შვიდეულს. ედუარდო ბერიცოს გუნდი გასვლაზე “სევილიას” ხვდებოდა. შეხვედრა სტურებმა ძალიან კარგად დაიწყეს და რამდენიმე მომენტიც შექმნეს, მაგრამ როგორც ბოლო მატჩებში, ამჯერადაც ძალიან ცუდად გაისარჯნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში. 21-ე წუთზე კი, ველასკო კარბალიოს საკამათო გადაწყვეტილებამ ვიგოელთა გეგმები გვარიანად არია. გამოცდილმა მსაჯმა მოედნიდან პლანასი გააძევა და ბერიცოს გამოკვეთილი ფორვარდის ჩარლესის მოხსნა მოუწია. შეხვედრის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე გავიდა. “დალაქების” ცენტრალურმა მცველმა ნიკოლას პარეხამ შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, იყო გარტყმული ხარიხები ორივე კარში, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:0. “სელტამ” უიღბლო პერიოდი განაგრძო, ხოლო “სევილიამ” მე-4 ადგილი დაიბრუნა.
გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “ვილიარეალმა”, რომელიც ვალენსიურ დერბიში მე-17 წუთისთვის ვიეტოსა და უჩეს გოლებით ამარცხებდა “ელჩეს”, მაგრამ სტუმრები მოდუნდნენ, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და პირველივე ნახევარში აღადგინეს წონასწრობა. გოლები ჯონათასმა და ვიქტორ როდრიგესმა გაიტანეს – 2:2.
გვიან ღამით გამართულ შეხვედრებში “დეპორტივომ” ივან კავალიეროს გოლით შინ მოუგო “ბილბაოს”, ხოლო “მალაგა” “ლა როსალედაზე” შერცხვა “ალმერიასთან”.
ატლეტიკო – ლევანტე 3:1 (1:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, გოდინი, ხ.ხიმენესი, ხუანფრანი, სიკეირა, ტიაგო, გაბი, გრიზმანი (საული 84), კოკე, თურანი (რ.გარსია 66), მანძუკიჩი (რ.ხიმენესი 79).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ლევანტე (4-4-2): მარინიო, ხუანფრანი, ვინტრა, კარაბელასი (ბარალი 73), ი.ლოპესი, სისოკო, დიოპი, ივანშიცი, მორალესი, კასადედუსი, რ.მარტინსი (ელ ჟარი 60).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0;2:0 გრიზმანი (18;47), 2:1 ელ ჟარი (62), 3:1 გოდინი (82).
გაფრთხილებები: მანძუკიჩი, რ.გარსია – ხუანფრანი, დიოპი, სისოკო
მსაჯი: ალვარეს იზკუერდო
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 13(5)-10(4), ჯარიმა: 6-10, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 6-0, სეივი: 3-2
სევილია – სელტა 1:0 (1:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ბეტო, პარეხა, კარისო, ვიდალი, ფ.ნავარო. მ’ბია (ტრემულინასი 22), კრიშოვიაკი, დ.სუარესი (ბანეგა 54), რეიესი, ვიტოლო, ბაკა (გამეირო 70).
მწვრთნელი: უნაი ემერი
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, მალიო, პლანასი, პ.ერნანდესი, კრონ-დელი (მადინდა 84), რადოია, მინა (ბ.იგლესიასი 79), ორელიანა, ჩარლესი (ჯონი 28).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლი: პარეხა 32.
გაფრთხილებები: ვიტოლო, რეიესი, კარისო, კრიშოვიაკი – კაბრალი, მალიო, მინა, კრონ-დელი, ორელიანა
გაძევება: პლანასი 21.
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 10(4)-16(2), ჯარიმა: 28-17, კუთხური: 1-8, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-3
ელჩე – ვილიარეალი 2:2 (2:2)
ელჩე, “მარტინეს ვალერო”
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, პელეგრინი, ლომბანი, დ.სუარესი, სისმა, ა.გონსალესი, პასალიჩი, ფაჟრი, ვ.როდრიგესი (ა.ნიგუეზი 78), გ.როდრიგესი (კორო 83), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, პაულისტა, გასპარი, ხ.კოსტა, ტრიგეირასი (ჯონათან დოს სანტოსი 63), ბ.სორიანო, მ.გომესი, ჩერიშევი, უჩე (ჯოვანი დოს სანტოსი 75), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 0:1 ვიეტო (12), 0:2 უჩე (17), 1:2 ჯონათასი (26), 2:2 ვ.როდრიგესი (35).
გაფრთხილებები: პასალიჩი, პელეგრინი, სისმა, ჯონათასი – რუისი, ხ.კოსტა
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 18(8)-18(5), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 6-8, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-6
დეპორტივო – ბილბაო 1:0 (1:0)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, ინსუა, ლოპო, ხუანფრანი, ლუისინიო, ხ.დომინგესი, ბერგენტინოსი, ფარინა (კუენკა 36), ხ.როდრიგესი, კავალიერო (ვილკი 89), ტოჩე (პოშტიგა 71).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, სან ხოსე, დე მარკოსი, ბალენსიაგა, მ.რიკო (ბენიატი 67), იტურასპე, იბაი, უ.ლოპესი (უილიამსი 74), სუსაეტა (ირაოლა 46), ვიგუერა.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლი: კავალიერო 24.
გაფრთხილებები: ხ.დომინგესი – უ.ლოპესი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8(4)-12(4), ჯარიმა: 20-16, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 7-6, სეივი: 4-3
მალაგა – ალმერია 1:2 (0:1)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, მ.ტორესი (დუდა 84), ანხელერი, როსალერი, არტუნეში, დარდერი (რესკალდანი 57), რესიო, კასტილიეხო, ხუანმი (ლ.ალბერტო 57), სამუელი, ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, ველეზი, ხ.ნავარო, მიჩელი, ტეიე, ვერზა, მენდეში (ზონგო 80), კორონა (აზეზი 91), ბიფოუმა (ე.გონსალესი 88), ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლები: 0:1;1:2 ჰემედი (39;76 პენ.), 1:1 სამუელი (73).
გაფრთხილებები: როსალესი, რესკალდანი, მ.ტორესი, კასტილიეხო – ჰემედი, ვერზა, ხ.ნავარო, მიჩელი, ხულიანი
გაძევება: მიჩელი 93.
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 14(6)-6(4), ჯარიმა: 19-17, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-5
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 25. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8.