როგორც “მირორი” იუწყება მიმდინარე სეზონს “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში კატალონიურ კლუბში დაასრულებს. 31 წლის მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე აკავშირებს, ხოლო შემდეგ შემოთავაზებული ვარიანტების განხილვას აპირებს.
ერთ-ერთი ვერსიით დანი ალვეშის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა, თუმცა ტრანსფერი მინიმუმ ზაფხულამდე გადაიდო.
“ამდროისთვის მე არ ვარ დაინტერესებული სხვა კლუბში გადასვლით. მოლაპარაკებებს არც ერთ კლუბთან არ ვაწარმოებ, თუმცა სეზონის ბოლოს მოქმედი კონტრაქტი სრულდება, გადავხედავ წინადადებებს და ვნახოთ რა მოხდება” – განაცხადა ბრაზილიელმა.
2008 წელს დანი ალვეში “სევილიადან” გადავიდა “ბარსელონაში.” კატალონიურ კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო ესპანეთის პრიმერადივიზიონი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.