ფეხბურთი

16:49 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი “იფსვიჩის” ფეხბურთელებით დაინტერესდა

როგორც “სანი” იუწყება ლონდონის “არსენალს” 18 წლის ტედი ბოშოფით გაძლიერება სურს. “იფსვიჩის” ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 10 მილიონი გირვანქა სახელდება.

ბიშოფი მიკ მაკარტის გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა, 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია არსენ ვენგერის მხრიდან “იფსვიჩის” კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშის, 21 წლის თეირონ მინით დაინტერესების შესახებ. 1 მეტრისა და 96 სმ სიმაღლის მინი აღნაგობის მიუხედავად თამაშობს, როგორც ცენტრალური მცველის, ასევე მარცხენა მცველის პოზიციაზე.

დასახელებულ ფეხბურთელებს, ტედი ბიშოფსა და თეირონ მინის ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშიათ.

0.153766