ფეხბურთი

16:42 | 3.01.2015 | ნანახია 978 - ჯერ

“რეალმა” შესაძლოა ბენზემა დასაჯოს  

ესპანური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა შესაძლოა მადრიდის “რეალმა” წესების დარღვევისთვის დასაჯოს. მადრიდელები დუბაიში შეკრებაზე გახლდნენ, სადაც ბენზემამ პარაშუტით დუბაის დათვალიერება განიზრახა და წარმატებითაც გამოუვიდა.

ბენზემამ ჰაერში ნავარდით ისიამოვნა, მაგრამ ეს ფაქტი სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას არ გამოჰპარვია და ფრანგის დასჯა განიზრახა. კონტრაქტის მიხედვით ფეხბურთელმა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის სასჯელს მიიღებს ფრანგი თავდამსხმელი, ფაქტი კი ერთია: ბენზემას სიამოვნება ძვირად დაუჯდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:43 | 27.09.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.107728
978