ფეხბურთი

15:30 | 3.01.2015 | ნანახია 0 - ჯერ

მოიესი: “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ჟურნალისტებთან გამოცხადდა და 2015 წლის პირველ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

“ჩური ურდინი” კვირას შინ კატალონიურ “ბარსელონას” მიიღებს. შოტლანდიელმა სპეციალისტმა “ბლაუგრანას” სიძლიერეს ხაზი გაუსვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მის კლუბს “ბარსას” დამარცხება შეუძლია.

“ჩვენ დიდ პატივს ვცემთ “ბარსელონას”, რადგან შესანიშნავი კლუბია. ისინი ბოლო 10 წლის განმალობაში საუკეთესონი არიან ბურთის ფლობაში.

“ბლაუგრანა” ერთ მუშტად შეკრული კლუბია და ძალიან ძლიერები არიან ინდივიდუალურადაც. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია თავის თავზე აღება და შეხვედრის ბედის გადაწყვეტა საკუთარი ოსტატობის ხარჯზე.

მაგრამ, ისინი ჩამოდიან სან-სებასტიანში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ადვილი შეხვედრა არ ელით. “სოსიედადს” “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია და ამისთვის მაქსიმუმის გაღებაა საჭირო”, - განაცხადა 51 წლის სპეციალისტმა.

16 ტურის შემდეგ “სოსიედადი” 15 ქულით მე-14 ადგილს იკავებს ლა ლიგაში. დევიდ მოიესი უკანასკნელი 5 მატჩია, რაც ბასკურ კლუბს მოძღვრავს და მას შემდგომ “ანოეტას” ბინადრებმა 1 შეხვედრა მოიგეს, 3 ფრედ ითამაშეს და 1 მარცხი განიცადეს.

შეგახსენებთ, რომ “სოსიედადმა” “ანოეტაზე” ბოლოს 2007 წელს წააგო “ბარსასთან”. იქიდან მოყოლებული კლუბები სან-სებასტიანში 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: 3-ჯერ მასპინძლებმა იმარჯვეს და 2-ჯერ ფრეზე გაიყარნენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:38 | 10.12.2018
ogafa (10220)

წარმატებები

02:43 | 10.12.2018
Sport With pleasure (4571)

თვლს გადევნებთ გოგონებო წარმატებები' . )

0.062704