საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენკის” შემტევი ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის მენეჯერმა მამე ამიროვმა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მისი კლიენტის სხვა კლუბში ტრანსფერი გამორიცხა.
უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ბელგიურ პრესაში დაიწერა, რომ ოქრიაშვილის შეძენით გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე ბრემენის “ვერდერია” დაინტერესებული.
ხსენებულ ინფორმაციაზე ამიროვმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“მოლაპარაკება არავისთან მიმდინარეობს. ზოგიერთი კლუბი მის თამაშს ძალიან ყურადღებით აკვირდება. არის თუ არა მათ შორის “ვერდერი”? ვერ გეტყვით. ზამთარში მისი ტრანსფერი გამორიცხულია”- იუწყება ამიროვის სიტყვებს ბელგიური ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be.