ფეხბურთი

13:12 | 3.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“საუთჰემპტონმა” იოშიდას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იაპონიის ეროვნული ნაკრების მცველმა მაია იოშიდამ “საუთჰემპტონთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია “წმინდანების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

26 წლის აზიელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და თანამშრომლობა სამი წლით გახანგრძლივდა.

იაპონელი მცველი “საუთჰემპტონის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს და 60 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში იოშიდამ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი “ევერტონის” კარში გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:59 | 20.09.2017
mushni (93569)

მილანში გადავა და იქ ახალი შევა იქნება

18:58 | 20.09.2017
tengoroma (4673)

ქართველი ეგრევე გაიქცეოდა. შემდეგ დაალპობდენ 2 წელს ზამენაზე და მერე ურალები და ციმბირები აქვე არააა. კარგად იქცევა ეგ ბიჭი ჯერ ადგილს დაიმკვიდრებს და შემდეგ უკვე ნებისმიერი გუნდის ძირითადზე გაიწევს

22:58 | 20.09.2017
mushni (93569)

+1

0.066054