ფეხბურთი

12:56 | 3.01.2015 | ნანახია 859 - ჯერ

ბერბატოვი – “მონაკოს” 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბულგარელი ცენტრალური თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი “მონაკოს” გულშემატკივართა 2014 წლის რჩეული გახდა. 32 წლის ფეხბურთელმა გამოკითხული მხარდამჭერებისგან ხმების 41% მიიღო.

მეორე ადგილზე ფრანგული კლუბის გულშემატკივრებმა გუნდის კაპიტანი ჟერემი ტულალანი (35%) გაიყვანეს, ხოლო საპატიო მესამე ადგილი იანიკ ფერეირა-კარასკოს (8%) ხვდა წილად.

2014 წელს ბულგარელმა თავდამსხმელმა 32 მატჩი ჩაატარა და თავი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.123418