კალათბურთი

11:43 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “ინდიანასთან” ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “ინდიანა პეისერსთან” 91:94 დამარცხდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე თითქმის 25 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 12 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზას მოედანზე ყოფნის პერიოდში, მილუოკელებმა მეტოქეზე 10 ქულით მეტი ჩააგდეს.

ჯეისონ კიდის შეგირდებს 17 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდათ. “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

მატჩის საუკეთესო მომენტები, სადაც ზაზას ულამაზესი პასიც შევიდა.

https://www.youtube.com/watch?v=V3a5Q_u8e5s

0.116223