იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანის" 32 წლის ფრანგმა მცველმა ფილიპ მექსესმა 2014 წლის 30 დეკემბერს მადრიდის "რეალის" წინაარმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და ერთი თვით უქმობა მოუწევს. სარეაბილიტაციო პერიოდში მექსესი "როსონერის" მაისურით 5 მატჩს გამოტოვებს და შესაძლოა 1 თებერვალს "პარმას" წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 32 წლის მცველს მილანელებთან კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით მექსესი "როსონერთან" ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებს.