Daily Star-ის ცნობით დასავლეთლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ნახევარმცველის ედენ აზარის საკუთარ რიგებში ხილვა მადრიდის “რეალს” სურს და ბენილუქსელის გადასაბირებლად კასტილიელებმა 70 მილიონი გირვანქა გაამზადეს. ამავე წყაროს მტკიცებით, უახლოეს პერიოდში “ბლანკოსი” ოფიციალურად მიმართავს “არისტოკრატებს” 23 წლის ბელგიელის ტრანსფერთან დაკავშირებით.
აზარის ბრიტანეთიდან შესაძლო აბარგების თაობაზე “ჩელსის” პორტუგალიელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა. პირენელი სპეციალისტის თქმით, ედენს პრემიერლიგის მატჩების მსვლელობისას ფეხებში უმოწყალოდ ურტყამენ, მსაჯები მეტოქეთა უხეშობისგან ედენს არ იცავენ, რაც ბელგიელს სხვა ჩემპიონატში გადასვლაზე დააფიქრებს.






