სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

18:48 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგას კიდევ ერთი ქართველი შეემატა

სუპერლიგის მონაწილე “შსს აკადემიას” და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფორვარდი ლევან ფაცაცია (24. 09. 88. 198 სმ) კალათბურთში ევროლიგის მონაწილე რუსეთის კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდში” ჩაირიცხა. ამ გუნდს ქართველი გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობი, ლატვიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი ავარჯიშებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ფაცაციას ყოფილმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა, რომელიც ამჟამად სუპერლიგის მონაწილე “სოხუმს” ავარჯიშებს.

“ხელშეკრულება “ნიჟნი ნოვგოროდის” ხელმძღვანელობასა და ფაცაციას შორის გაფორმებულია. ლევანი რუსეთის ვიზასღა ელოდება, რათა გუნდს შეუერთდეს”- გვითხრა კვარაცხელიამ.

ლევან ფაცაცია, მანუჩარ მარკოიშვილის (ცსკა, რუსეთი), თორნიკე შენგელიასა (“ლაბორალ კუჩა”, ესპანეთი) და ვიქტორ სანიკიძის (“უნიქსი”, რუსეთი) შემდეგ მე-4 ქართველი კალათბურთელია, რომელიც ევროლიგის 2014-15 წლების გათამაშებაში იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115123