ბოლო დროს გავრცელებული ხმის თანახმად, “ლივერპულის” კაპიტანი სტივ ჯერარდი სხვა კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებას და სავარაუდოდ “ენფილდ როუდს” დატოვებს. ამ ცნობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად ჟურნალისტებმა “წითლების” მთავარ მწვრთნელს ბრენდან როჯერს ჰკითხეს.
“სტივისთან კარგი ურთიერთობა მაქვს და შექმნილი სიტუაციის ორივეს კარგად გვესმის. ჯერარდმა ჩვენ გუნდში მრავალწლიანი მაღალ დონეზე თამაშით, საქმისადმი ერთგულებითა და პროფესიული მიდგომით სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება დაიმსახურა”, - ამ სიტყვებით როჯერსმა მიანიშნა, რომ სტივის “ენფილდიდან” წასვლა შესაძლებელია.
ჯერარდს “ლივერპულთან” გაფორმებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება კი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.









