“ბარსელონას” ფორვარდ ნეიმარს ევროპაში მოთამაშე ბრაზილიელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესოსთვის განკუთვნილი Samba Gold გადაეცემა. ამ პრიზის მფლობელს ინტერნეტ-პორტალ Sambafoot-ის ყოველწლიური გამოკითხვა ავლენს.
ნეიმარმა ხმების 29 პროცენტი დააგროვა და სოლიდური დისტანციით გაასწრო მეორე-მესამე ადგილებზე გასულ მირანდასა და ფელიპე მელოს, რომელთაც ხმების 16-16 პროცენტი მიიღეს.