ფეხბურთი

16:33 | 1.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ბრომვიჩს” პულისი გაწვრთნის

“ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდს ამიერიდან ტონი პულისი უდამრიგებლებს. უელსელმა სპეციალისტმა ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

56 წლის სპეციალისტი ახალ კოლექტივს უკვე დღეს, “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ მატჩში გაუძღვება. “ნებისმიერ გუნდში მთავარი ერთიანობაა და ამ პრინციპის გატარებას “ვესტ ბრომვიჩშიც” შევეცდები”, - განაცხადა პულისმა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.

ტონი პულისი გამოცდილი სპეციალისტია. “ვესტ ბრომვიჩამდე” მას “ბორნმუთის”, “ჯილინგემის”, “ბრისტოლ სიტის”, “პორტსმუტის”, “სტოკის”, “პლიმუთის”, “კრისტალ პალასის” დამრიგებლად უმუშავია.

0.11981