ჭიდაობა

21:32 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომან რურუა: “მე არ ვემორჩილები ლუკა კურტანიძეს”

დღეს ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ რომან რურუამ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭო და ვეტერანები ფედერაციაში მიმდინარე ყველა მოვლენას გააკონტროლებენ და ანგარიშს წარმოდგენენ.

რომან რურუა: ( ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე): ”ჩვენ გადავწყვიტეთ შევისწავლოთ ფედერაციის საქმიანობა, რაც ხდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში. შემდეგ კი გამოვაქვეყნებთ დასკვნას. მე არ ვემორჩილები ლუკა კურტანიძეს, მას დაავალეს, რომ არაფერი მოიმოქმედოს სამეთვალყურეო საბჭოს გარეშე.”

ირაკლი დოლაბერიძე (სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე): “ჩვენ არ ჩავერევით ფედერაციის შიდა საქმიანობაში, სამეთვალყურეო საბჭო დააკვირდება ფედერაციის მუშაობას. რასაც პრეზიდიუმი გადაწყვეტს, ჩვენ მხარს დავუჭერთ.”

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რაც ჭიდაობის ფედერაციაში დაძაბულობაა. როგორც მოქმედი ისე ვეტერანი მოჭიდავეები მოითხოვენ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომას.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136469