36 წლის ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა “მანჩესტერ სიტისთან” შეთანხმებას მიაღწია და ამ კლუბის ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. შეგახსენებთ, გასული სეზონის მიწურულს ლემპარდმა “ჩელსი” დატოვა, “ნიუ იორკ სიტისთან” გააფორმა კონტრაქტი, შემდეგ კი იჯარით პრემიერლიგას, “სიტის” მოთამაშის რანგში, დაუბრუნდა.
“ფრენკი ნამდვილი ვარსკვლავი და პროფესიონალია. არ მიკვირს, მანჩესტერში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რომ გახდა”, - განაცხადა ნიუ იორკელთა კლუბის დირექტორმა კლაუდიო რეინამ.
“მანჩესტერ სიტისა” და “ნიუ იორკს” ერთი და იგივე მეპატრონე ჰყავს. ლემპარდს რაც შეეხება, მან მიმდინარე პრემიერლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანაც მოახერხა.