ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელ თავდამსხმელს კარლოს ტევესს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, ამასთან პატაგონიელმა ფორვარდმა ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე “ბებერი ქალბატონის” ოფიციალურ წარმომადგენლებს უარი უთხრა.
“იუვესთან” მოქმედი კონტრაქტის პირობებს შეთანხმების ამოწურვამდე სრულად დავიცავ, ამასთან კლუბთან ახალ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერ. 2016 წლის შემდგომ გეგმებს რაც შეეხება, ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. მაღალ დონეზე ვთამაშობ და ასპარეზობისგან სიამოვნებასაც ვიღებ. ჩემ თაობაზე აგორებული სატრანსფერო ჭორები კი ნერვებს მიშლის”, - ამბობს კარლიტო.
მიმდინარე სეზონში ტევესმა “იუვენტუსის” ღირსება სერია A-ს 15 მატჩში დაიცვა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც გაუკეთა პარტნიორებს.