ფეხბურთი

19:45 | 31.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი და “ვერდერი” თითქმის გადაწყვეტილია

“მსოფლიო სპორტმა” საახალწლოდ საინტერესო ინფორმაცია შეიტყო. სანდო წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია გაცნობოთ, რომ უახლოეს პერიოდში ბრემენის “ვერდერთან” კონტრაქტს გააფორმებს თორნიკე ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქართველი ფეხბურთელი ბელგიური “გენკის” ღირსებას იცავს, იუპილერ ლიგიდან ბუნდესლიგაში გადასვლა კი უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს.

როგორც ირკვევა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრემენელები სამ ფეხბურთელთან განშორებას აპირებენ და ერთ-ერთის შემცვლელად ოქრიაშვილი ესახებათ.

ისიც ვთქვათ, რომ 17 ტურის თავზე “ვერდერი” 17 ქულით მე-16 ადგილზეა და ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

0.116437