პარიზის პსჟ-ს სამხრეთამერიკელი ფორვარდები ედინსონ კავანი და ესეკიელ ლავესი გუნდს მაროკოში, შეკრებაზე არ გაჰყვნენ, რამაც საფუძველი დაუდო ხმას იანვარში მათ მიერ საფრანგეთის დედაქალაქის დატოვების თაობაზე.
პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ეს ინფორმაცია არ უარყო, მხოლოდ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.
“დაველოდებით ედინსონისა და ესეკიელის გუნდში დაბრუნებას. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებას კლუბის პერსპექტივისა და ინტერესიდან გამომდინარე მივიღებთ”, - დასძინა ბლანმა.
კავანიმ და ლავესიმ პსჟ-სთან ერთად წვრთნა 2 იანვრიდან უნდა განაახლონ.







