ჩოგბურთი

11:15 | 31.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი “მილანი”-“რეალის” მატჩზე

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი საფეხბურთო “მილანის” გულშემატკივარია. სერბი ჩოგბურთელი დუბაიში “როსონერისა” და მადრიდის “რეალის” მატჩს დაესწრო. მეორე ტაიმის დაწყების წინ “ნოლე” მინდორზე გავიდა და ცენტრიდან ბურთის დარტყმით სიმბოლურად მატჩის დასკვნითი ნახევარი დაიწყო.

შეხვედრას რაც შეეხება, მილანელებმა მადრიდელები 4:2 დაამარცხეს. გამარჯვებულთაგან გოლები მენეზმა (23-ე წუთი), ელ შაარავიმ (30, 48) და პაცინიმ (73) გაიტანეს, კასტილიელთა ბურთები კი რონალდუსა (34) და ბენზემას (83-პენ) ანგარიშზეა.

გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას:

მილანი: დიეგო ლოპესი (აგაცი, 59), ბონერა (ძაკარდო, 46), მექსესი, ალექსი, ალბერტაცი (არმერო, 46), მონტოლივო, დე იონგი (ესიენი, 46), მუნტარი (მასტური, 77), ბონავენტურა (ნიანგი, 59), მენეზი (პაცინი, 46), ელ შაარავი (საპონარა, 69).

რეალი: ნავასი (კასილასი, 46), არბელოა (კარვახალი, 46), ვარანი (პეპე, 46), ნაჩო, კოენტრაუ (ლორენტე, 46), ისკო, ხედირა (ხამეს როდრიგესი, 46), ილიარამენდი (კროოსი, 46), ხესე (დე ტომასი, 65), ერნანდესი (ბენზემა, 46), რონალდუ (ბეილი, 46).

0.142779