საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ უქმეებზე, საბერძნეთის ქალაქ მუდანიაში ჩატარებულ ევროპის თასზე 12 მედალი (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, რომელშიც ვაჟთა გარდა გოგონათა შედეგებიცაა გათვალისწინებული, პირველადგილოსან თურქეთს ერთადერთი ბრინჯაოთი ჩამორჩა. ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ჯარჯი ზვიადაურის პატივსაცემად “ილიადისის თასად” იწოდება, ტატამზე 29 ქართველი ვაჟი გავიდა. გუნდური ჩათვლისთვის საჭირო ქულები სწორედ ვაჟებმა დააგროვეს. გოგონათა გუნდის ერთადერთი წევრი ნონა მერაბიშვილი (57 კგ) კი შვიდეულს მიღმა დარჩა.
გია გუგავას შეგირდთაგან ტურნირი წაუგებლად ვაჟა მარგველაშვილმა (60 კგ), ფრიდონ გიგანმა (73 კგ), თორნიკე ოთინაშვილმა (90 კგ), გურამ თუშიშვილმა (100 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) ჩაამთავრეს. მძიმე წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ დავით ხახალეიშვილის ვაჟი - როსტომი ავიდა. ბრინჯაოს პრიზიორები კი გახდნენ: მინდია ღოლიჯაშვილი (55 კგ), ბექა ტუღუში, ანდრო ბერუაშვილი (ორივე 66 კგ), ბექა ღვინიაშვილი (81 კგ), ლაშა ტაველური (90 კგ) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ).
ღვინიაშვილის ოქრო-ვერცხლის გარეშე დარჩენას ცოტა თუ იფიქრებდა. ჭაბუკთა შორის ყველა ტიტულის მომგებმა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოსანმა ძიუდოისტმა, მუდანიაში ოქრო-ვერცხლის მოპოვების შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან წაგებით.
“ილიადისის თასზე” სულ 18 ქვეყნის ნაკრები გამოვიდა. ყველაზე მეტი – 79 სპორტსმენით მასპინძელთა გუნდმა იჭიდავა. თურქებმა კი საბერძნეთში 35 ახალგაზრდა ვაჟი და გოგონა ჩაიყვანეს.
ძიუდო
ევროპის თასი
ახალგაზრდები
მუდანია. საბერძნეთი
7-8 აპრილი
ვაჟები
55 კგ
1 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)
2 რასიმ ალმამადოვი (აზერბაიჯანი)
3 მინდია ღოლიჯაშვილი (საქართველო)
3 გარიკ ჰარუთინიანი (სომხეთი)
5 გიორგი ნათათრალიშვილი (საქართველო)
7 გიორგი საჩალელი (საქართველო)
7 ლერი ჭელიძე (საქართველო)
60 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
2 არსენ ტოვმასიანი (სომხეთი)
3 ალმეთ შაჰინ კაბა (თურქეთი)
3 პრედრაგ ნიკოლაევიჩი (სერბეთი)
5 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
66 კგ
1 ჯალილ ჯალილოვი (აზერბაიჯანი)
2 მატეო პირასი (იტალია)
3 ბექა ტუღუში (საქართველო)
3 ანდრო ბერუაშვილი (საქართველო)
7 ბექა ვიბლიანი (საქართველო)
73 კგ
1 ფრიდონ გიგანი (საქართველო)
2 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)
3 აფიგ საფარლი (აზერბაიჯანი)
3 ოგუზ კაან ტოპალი (თურქეთი)
5 ლევან გუგავა (საქართველო)
81 კგ
1 ალექსიოს ნტანაციდისი (საბერძნეთი)
2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
3 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)
7 ბექა დონღვანი (საქართველო)
7 დავით გაზდელიანი (საქართველო)
90 კგ
1 თორნიკე ოთინაშვილი (საქართველო)
2დიეგო ფრუსტაჩი (იტალია)
3 ლაშა ტაველური (საქართველო)
3 მატეა გლუშაჩი (სერბეთი)
5 ბექა რატიანი (საქართველო)
7 გიორგი სეტიელი (საქართველო)
100 კგ
1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)
2 ჟურიკა კატიჩი (ხორვატია)
3 ალიხან ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3 ილიას პავლისი (საბერძნეთი)
5 შმაგი ონიანი (საქართველო)
7 კარლო ნემსიწვერიძე (საქართველო)
+100 კგ
1 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
2 როსტომ ხახალეიშვილი (საქართველო)
3 გიორგი ზაქარიაძე (საქართველო)
3 პანაიოტის კირიაკუ (კვიპროსი)
საერთო გუნდური ჩათვლა (ვაჟები და გოგონები)
ო ვ ბ V VII
1 თურქეთი 5 1 7 5 1
2 საქართველო 5 1 6 5 4
3 აზერბაიჯანი 2 1 3 4 1
4 იტალია 1 4 3 5 1
5 ხორვატია 1 3 3 2 2
6 ბულგარეთი 1 2 0 2 0
7 საბერძნეთი 1 1 4 2 5
8 სომხეთი 0 1 1 1 1
9 ისრაელი 0 1 1 1 0
10 მონტენეგრო 0 1 0 1 0
ოთარ მაღლაკელიძე







