ფეხბურთი

3:27 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

5 ახალი საეჭვო მატჩი საქართველოს ჩემპიონატში

არაკომერციულმა ორგანიზაცია Federbet-მა მსოფლიო ფეხბურთში ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩატარებული საეჭვო მატჩების სია გამოაქვეყნა. აქ მოხვედრილია 5 შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატიდან. სანამ ამ თამაშებზე დავწერდეთ, გაცნობებთ, რომ Federbet-ი ამ საეჭვო მატჩებს ტოტალიზატორში ფსონებზე დადებული დიდი თანხის მიხედვით აღრიცხავს.

მათი განცხადებით, გარიგებულმა თამაშებმა აშკარად იმატა (20 პროცენტით) და ეს საგანგაშო უნდა იყოს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ.

“ეს ვირუსი სულ უფრო და უფრო საშინელი ხდება. ჩვენ შეგვეძლო ამ ვირუსის უცებ მოშორება, მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამისი ნება არ აქვთ ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს და უეფას. ისინი არ გვისმენენ” – განაცხადა Federbet-ის გენერალურმა მდივანმა ფრანჩესკო ბარანკამ ევროპარლამენტის სხდომაზე.

ახლა კი საქართველოში გამართულ 5 საეჭვო მატჩზე:

3.11.2013. უმაღლესი ლიგა. დილა (გორი)-მერანი (მარტვილი) 3:0

დიდი თანხა დაიდო მეტ გოლზე, ანუ 3 და მეტი გოლის გატანაზე.   

3.11.2013. უმაღლესი ლიგა. სპარტაკი (ცხინვალი)-ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1

დიდი თანხა დაიდო მასპინძლის მოგებაზე, ანუ “ერთიანზე”.

3.11.2013. უმაღლესი ლიგა. მეტალურგი (რუსთავი)-დინამო (თბილისი) 0:0

დიდი თანხა დაიდო 1X-ზე, ანუ რუსთაველთა არწაგებაზე.

3.04.2014. პირველი ლიგა. კოლხეთი (ხობი)-ბახმარო (ჩოხატაური) 5:3

ყურადღებით დააკვირდით! დიდი თანხა დაიდო 7,5-ზე მეტ გოლზე, ანუ 8 და მეტი გოლის გატანაზე. (ეს “ცოცხალის” პროგრამაში, ანუ მატჩის მიმდინარეობისას იდებოდა და იდებოდა თანხა).  

4.04.2014. უმაღლესი ლიგა. ტორპედო (ქუთაისი)-დილა (გორი) 0:4

დიდი თანხა შევიდა სტუმართა მოგებაზე.

Federbet-ის სიაში სხვა სუსტი ჩემპიონატების მატჩებიცაა შეყვანილი, განსაკუთრებით კი “გამოირჩევა” ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, საბერძნეთი, ინგლისისა და იტალიის ქვედა ლიგები. ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ. მკაცრად უნდა მიეხედოს ამ საქმეს, სხვაგვარად ისედაც დაქცეული მდგომარეობა უარესად დაიქცევა...  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101791