ჭადრაკი

1:30 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

5-5 ქულა 8 ტურის თავზე

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა უაღრესად დაიძაბა. 8 ტურის თავზე 6.0 ქულით ერთბაშად 8 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის ქართველები არ იმყოფებიან.

ჩვენებურთა აქტივში 5-5 ქულაა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ლევან ფანცულაია (2606) მე-12 ადგილზე იმყოფება, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი (2639) მე-17 პოზიციაზე გახლავთ.

ბოლოსწინა მე-9 ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით ინდოელ პრასად არუნს (2477) ეთამაშება, ხოლო ფანცულაია თეთრებით კიდევ ერთ მასპინძელ ჩაკრავარტი დეეპანს (2496) გაეჯიბრება.

0.115326