კვირას, ტურინის “იუვენტუსმა” “პარმა” 7:0 გაანადგურა. იტალიის ჩემპიონატში ბოლოს ტურინელებს ამ ანგარიშით 1983 წლის 11 სექტემბერს ჰქონდათ მოგებული. მაშინ “ბებერმა ქალბატონმა” “ასკოლი” იმსხვერპლა. როგორც გუშინდელ შეხვედრაში, მაშინაც ტურინელთაგან დუბლის შესრულება სამმა ფეხბურთელმა მოახერხა (პაოლო როსიმ, მიშელ პლატინიმ და დომენიკო პენცომ).
რაც შეეხება სხვა ტურნირებს, ანალოგიური ანგარიშით “იუვემ” 2003-2004 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირეოსის “ოლიმპიაკოსი” დაამარცხა. მაშინ დუბლით მხოლოდ დავიდ ტრეზეგე გამოირჩა, ხოლო ფაბრიციო მიკოლიმ, ენცო მარესკამ, მარკო დი ვაიომ, ალესანდრო დელ პიერომ და მარსელო ზალაიეტამ თითოჯერ იხეირეს.
“იუვენტუსს” სერია A-ში სარეკორდო ანგარიშით 1961 წელს “ინტერი” ჰყავს დამარცხებული (9:1). “პარმამ” კი გუშინდელი მატჩით პირადი ანტირეკორდი დაამყარა, ასეთი ანგარიშით “ჯალობლუს” შიდა ჩემპიონატში არასდროს წაუგია.