კალათბურთი

23:54 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნიჟნი ნოვგოროდმა” ბაგატსკისთან კონტრაქტი გააგრძელა

რუსულმა “ნიჟნი ნოვგოროდმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი ლევან ფაცაცია იცვავს, გუნდის მთავარ მწვრთნელ აინარს ბაგატსკისთან კონტრაქტი 2015-16 წლების სეზონისთვისაც გააგრძელა.

ლატვიელმა მწვრთნელმა ნოვგოროდელებთან ხელშეკრულება 1 ივლისს გააფორმა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ჩინებული შედეგები აჩვენა. “ნიჟნი ნოვგოროდმა” ევროლიგის ტოპ-16-ში გასვლა მოახერხა, ვთბ-ლიგაში კი მე-3 ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ ფაცაცია რუსულ გუნდში უშუალოდ ბაგატსკისის მიწვევით გადავიდა და სულ ცოტა ხნის წინ, ქართველ მსუბუქ ფორვარდს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუგრძელეს.

0.122306