ჭადრაკი

23:03 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

აზალაძემ ოცეულში დაასრულა

ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას შოთა აზალაძე (2499), დავით ლობჟანიძე (2433) და ალექსანდრე ებრალიძე (2128) იცავდნენ.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი აზალაძემ აჩვენა, რომელმაც ბოლო ტურში თეთრი ფიგურებით სომეხ ვაჰე ბაღდასარიანთან (2368) წააგო და 5.5 ქულით მე-20 ადგილზე გავიდა.

5.0 ქულა დააგროვა ლობჟანიძემ, რომელიც მე-9 ტურში თეთრებით გერმანელ პეტერ ვაკერს (2305) დაუზავდა და 31-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

თამაში 4.0 ქულით დაასრულა ებრალიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით ყაიმი რუმინელ ვლად-იონუტ შტეგარიუსთან (2268) გააფორმა.

გრონინგენის ტურნირის გამარჯვებული გერმანიის სახელით მოასპარეზე ალექსანდერ დონჩენკო (2523) გახდა, რომელმაც 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა.

0.116802