ფეხბურთი

22:41 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გატუზომ ოფი დატოვა

ჯენარო გატუზო კრეტას ოფის დამრიგებელი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

36 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ოფის გულშემატკივრებსა და წევრებს მადლობა გადაუხადა. მან წარმატებები უსურვა კლუბს და განაცხადა, რომ მათ გულშემატკივრად დარჩება.

ახლო წარსულში წარმატებულმა ფეხბურთელმა ბერძნული კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. გატუზო ოფის სათავეში ივნისში ჩაუდგა, თუმცა დიდად წარმატებით არ უმუშავია. მისი აწ უკვე ყოფილი კლუბი 18-გუნდიან ჩემპიონატში 14 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

როგორც იცით, ოფის ღირსებას ქართველი ფეხბურთელები, გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ალბათობით გატუზო გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

0.114953