30 დეკემბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში თბილისის ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც თბილისის მერიის, საქართველოს და თბილისის საჭადრაკო ფედერაციების ორგანიზებული გახლდათ.
ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ წარმატებული ბავშვები და საქართველოს თითქმის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე.
განსაკუთრებული ელფერი ასპარეზობას ქართული ჭარაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის ასპარეზობამ შემატა.
ასპარეზობის აბსოლუტურმა გამარჯვებულმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა მერაბ გაგუნაშვილმა, ტურნირი ორი ყაიმით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 6 პარტია მოიგო და პირველობაც გაინაღდა.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი – 4 050 ლარი გახლდათ.
გამარჯვებულები:
ვაჟთა შორის:
I ადგილი - მერაბ გაგუნაშვილი - 7,5 ქულა (800 ლარი)
II ადგილი - ზურაბ ჯავახაძე - 7 ქულა (600 ლარი)
III ადგილი - დავით ჯოჯუა - 7 ქულა (400 ლარი)
IV ადგილი - ლევან ფანცულაია - 7 ქულა (200 ლარი)
V ადგილი - თამაზ მგელაძე - 6,5 ქულა (100 ლარი)
ქალთა შორის:
I ადგილი - ნინო ხურციძე - 6,5 ქულა (500 ლარი)
II ადგილი - ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა (300 ლარი)
III ადგილი - სალომე მელია - 6 ქულა (200 ლარი)
სენიორთა შორის:
I ადგილი - გიორგი ბაღათუროვი - 6 ქულა (200 ლარი)
II ადგილი - გიორგი ხომერიკი - 5 ქულა (100 ლარი)
III ადგილი - ნარიმან ტერაშვილი - 4,5 ქულა (50 ლარი)
16 წლამდე გოგონები:
I ადგილი - ნინო ხომერიკი - 5,5 ქულა (150 ლარი)
II ადგილი - მაია მუმლაძე - 3 ქულა (100 ლარი)
III ადგილი - დალი ნანეიშვილი - 3 ქულა (50 ლარი)
16 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი - ლუკა ლიჩელი - 5 ქულა (200 ლარი)
II ადგილი - ლუკა ობოლაძე - 4,5 ქულა (100 ლარი)
III ადგილი - ნიკოლოზ ცომაია - 3,5 ქულა (50 ლარი)