საიდო ბერაჰინოს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ფორვარდი “ლივერპულში” განაგრძობდა კარიერას, “ვესტ ბრომვიჩმა” ოფიციალურად უარყო.
“ბერაჰინოს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სიცუეა ასევე ცნობა, რომლის მიხედვით, “ვესტ ბრომვიჩი” მოთამაშის სანაცვლოდ 23 მილიონ გირვანქას ითხოვდა. ამ ეტაპზე კლუბი არ აპირებს მის გაყიდვას” – აღნიშნულია ერთ-ერთი სოციალური ქსელის “ვესტ ბრომვიჩის” ოფიციალურ გვერდზე.
ბერაჰინო “ვესტ ბრომვიჩის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ძირითად გუნდში სტივ კლარკის დროს დაწინაურდა და მას შემდეგ გუნდის შეტევის ხაზის ლიდერად ითვლება.
მოთამაშისთვის გასული სეზონი სადებიუტო იყო, რომლის დროსაც პრემიერლიგაში 5 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე მოახერხა შედეგის გაუმჯობესება. ამ დროისთვის მან 7 გოლის გატანა მოახერხა.