“მანჩესტერ სიტის” მოთამაშე მატია ნასტასიჩი შესაძლოა გელზერკინხენის “შალკეში” გადავიდეს. როგორც “ბილდთან” საუბარში გერმანული კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა აღნიშნა, სერბი მცველის შესაძენად მანჩესტერულ კლუბთან მოლაპარაკება დაწყებულია.
“ნასტასიჩის შესაძენად ინგლისში მივავლინეთ კლუბის წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას”, – აღნიშნა ჰელდტმა, რომლის თქმით, ფეხბურთელის სრული გამოსყიდვა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, მაგრამ იჯარით აყვანის შემთხვევაში ექნებათ შანსი სეზონის ბოლოს ნასტასიჩი “შალკეს” კუთვნილება გახდეს.
2012 წელს ნასტასიჩი 15,2 მილიონი სტერლინგის სანაცვლოდ “ფიორენტინადან” გადავიდა “მანჩესტერ სიტიში”. გასულ სეზონებში ინგლისის პრემიერლიგაში 34 მატჩი გამართა, თუმცა მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა.