ფეხბურთი

15:17 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” სასჯელი ძალაში დარჩა

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ კატალონიის “ბარსელონას” აპელაცია ტრანსფერების განხორციელებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და სასჯელი ძალაში დატოვა.

შესაბამისად, ესპანურ გრანდს 2015 წლის ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ვერცერთ ფეხბურთელს დაიმატებს. “ბლაუგრანა” ახალი ფეხბურთელის ყიდვას 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეძლებს.

კატალონიელებს აგრეთვე მოუწევთ ძველი სასჯელის თანახმად ფიფასთვის 450 000 შვეიცარული ფრანკის გადახდა.

0.129692