ფეხბურთი

14:09 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრიუსმა შესაძლოა “ნიუკასლში” პარდიუ ჩაანაცვლოს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი შესაძლოა “ნიუკასლ იუნაიტედის” თავკაცი გახლდეს. “კაჭკაჭების” დამრიგებელი ალან პარდიუ უახლოეს მომავალში “კრისტალ პალასის” ჩაუდგება სათავეში. შესაბამისად “ნიუკასლი” უმწვრთნელოდ დარჩება და კლუბს ახალი მენეჯერის მოძებნა მოუწევს.

ბრიტანული მედია იმასაც აღნიშნავს, რომ ინგლისელ სპეციალისტს ნიუკასლელთა მფლობელ მაიკლ ეშლისთან მუშაობა სურს. ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს ეშლი და ვინ დაინიშნება “კაჭკაჭების” თავკაცად.

ალან პარდიუს შემცვლელთა კანდიდატთა სიაში სტივ ბრიუსთან ერთად ტონი პულისი, ტიმ შერვუდი, სტივ მაკლარენი, გლენ ჰოდლი და ფაბრიციო კოლოჩინი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110398