ფეხბურთი

13:39 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძე “ილიჩევეციდან” საბოლოოდ წავიდა

დავით თარგამაძე უკრაინის საფეხბურთო კლუბ მარიუპოლის “ილიჩევეცში” აღარ დაბრუნდება. ამის შესახებ მარიუპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა ტელეარხ “ფუტბოლ 1”-თან ისაუბრა.

“თარგამაძე მოსალაპარაკებლად დონეცკის “შახტარის” ხელმძღვანელობასთან ჩამოვიდა და “შახტარის” გენერალურ დირექტორ პალკინთან ერთად დამირეკა. მე მას ვუთხარი: “დავით, ახლა თუ ვინმე კვლავ გაისვრის, ისევ სახლში წახვალ? შენი იმედი როგორ უნდა გვქონდეს? მან თქვა, რომ მშობლები არ უშვებდნენ. თუ ზრდასრული ადამიანია, თავად უნდა გადაწყვიტოს “ილიჩევეცში” ითამაშებს თუ არა. თუ ნებისმიერ მომენტში მისი იმედი არ გვექნება, ხელშეკრულების გაგრძელებას რა აზრი აქვს. თარგამაძე საქართველოში წავიდა და არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას”, - განაცხადა პავლოვმა.

თარგამაძეს დონეცკის “შახტართან” კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს, ხოლო “ილიჩევეცში” იჯარით თამაშობდა.

0.113006