ფეხბურთი

12:51 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასრაძემ შესაძლოა სამშობლოში ისპარინგოს

ბაქოს აზალ-ი, რომელშიც ლაშა კასრაძე გამოდის, შესაძლოა ერთი დღით თბილისს ესტუმროს და ამხანაგური მატჩი ჩაატაროს.

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-2 ეტაპისთვიოს აზალი ბაქოში 6-დან 25 იანვრამდე მოემზადება და 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

azerisport.com იუწყება, რომ არაა გამორიცხული, აზალ-ი თბილისს ეწვიოს და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდთან ისპარინგოს.

25 წლის კასრაძე აზალ-ს ზაფხულში შეუერთდა და ბაქოელთა რიგებში 15 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094668