აზერბაიჯანის პრემიერლიგის ყველაზე წარმატებულ დებიუტანტებში ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ვერსიით, ალექსანდრე ამისულაშვილი მოხვდა.
“ინტერის” გამოცდილი ქართველი მცველი გუნდს კარგად შეეწყო და იოან ბოკონიანოსთან და ლაშა სალუქვაძესთან ერთად სეზონის ყველაზე საიმედო უკანა ხაზი შექმნა - მხოლოდ 7 გაშვებული ბურთი. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლია, რომელიც პირველ ტურში გაიტანა და ის მიმდინარე სეზონში “ინტერისთვის” პირველი აღმოჩნდა”, - იუწყება azerisport.com ამისულაშვილის შესახებ.
აქვე გეტყვით, რომ 32 წლის მცველი კიდევ ერთი ინტერნეტპორტალმა azerifootball.com-მა აზერბაიჯანის პრემიერლიგის პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.