რაგბი

2:06 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

13 წელი ეროვნულ ნაკრებში

ბორჯღალოსნებს გაისად ახალი კაპიტანი ეყოლებათ – 33 წლის ირაკლი მაჩხანელმა გამოაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშს თავს ანებებს.

ამის შეახებ მან დღეს, 29 დეკემბერს რადისონში გამართულ საქართველოს რაგბის კავშირის 2014 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

ნებისმიერი გუნდი მუდმივად ახლდება და კარიერის დასრულებაც გარდაუვალი პროცესია. მოთამაშეზე უკეთაც ვერავინ გრძნობს, თუ როდის უნდა გაეცალოს დიდ ასპარეზს.

ასე რომ, მადლობის მეტი რა გვეთქმის ჩვენი ირაკლისთვის, ვინაც 13 წელი ერთგულად ემსახურა ნაკრებს, ბორჯღალოსნებთან ერთად იზარდა და მათს ყველა წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

მაჩხანელი სამი მსოფლიო თასის მონაწილე და ერთა თასის 6-გზის მფლობელია. ნაკრებში მას 73-ჯერ უთამაშია, 8-ჯერ უძლევია რუსეთი და 6-ჯერაც - რუმინეთი და პორტუგალია.

ირაკლი, მამუკა გორგოძის მხარდამხარ, 24 ლელოთი ლიდერობს ნაკრების სტატისტიკას, ბოლო ორი წელი კი კაპიტანიც იყო და გუნდს ბრძოლაში 13-ჯერ გაუძღვა.

მაჩხანელის ოფიციალური გაცილება 2015 წლის ერთა თასზე რუსეთთან მატჩისთვის იგეგმება, მანამდე კი, 33 წლის მორაგბემ განაცხადა: მივიღე გადაწყვეტილება და სანაკრებო კარიერა დავასრულე. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში ეროვნული გუნდის მაისურით რომ ვთამაშობდი. მომავალ მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნების” უდიდესი გულშემატკივარი ვიქნები - ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ”.

ირაკლი მაჩხანელი

დაიბადა 18/07 1981

გარემარბი (და შუამარბი)

187 სანტიმეტრი, 97 კილო

კლუბები: აკადემია, არმაზი, საფრანგეთი

ერთა თასის 6-გზის (2007/8 2009 2011 2012 2013 2014) მფლობელი

სამი (2003 2007 2011) მსოფლიო თასის მონაწილე: 9 თამაში, 1 ლელო

ბორჯღალოსანთა 24-ე კაპიტანი

მონაგარი

73 კეპი: 41 მოგება (8 რუს, 6 პორ რუმ, 5 ესპ, 3 უკრ, 2 გერ კან ჩეხ, 1 არგ’ა აშშ ბელ ნამ ურუ ჩილ ჰოლ) - 29 წაგება * 3 ფრე

კაპიტნად 13 ტესტი: 9 - 3 * 1

24 ლელო: 5 რუს, 3 გერ უკრ, 2 ბრბ ესპ პორ რუმ, 1 ბელ ნამ ჩეხ ჩილ ჰოლ = 120 ქულა - 5სბ

ყველა ტესტი

კაპიტანი, * შევიდა შეცვლაზე, მოგება, ფრე, : შინ, - გარეთ, / ნეიტრალურზე, მსოფლიო თასზე

2002 ჰოლ 88:0(ლ) რუმ* 23:31

2003 იტა 22-31, ინგ* 6/84, სამ* 9/46სბ, აფრ 19/46, ურუ 12/24

2004 პორ 14:19, ურუ 7-17, ჩილ* 24-30, რუს 27-15(ლ)

2005 პორ 14-18, უკრ 65:0, რუმ 20:13, ჩეხ 75:10(ლ) ჩილ 29:6(ლ)

2006 რუს 46:19(ლ) რუმ 10-35, პორ 40:0(2ლ)სბ, ბრბ 19:28(2ლ) ჩეხ 24-3, რუმ 8-20, პორ 11-11სბ

2007 რუმ 20-17, არგ 3/33, ირლ* 10/14, ნამ 30/0(ლ)

2008 შტლ’ა 3-69

2009 გერ 38-5(ლ) პორ 20:20, ესპ 55-11, რუმ 28:23(2ლ) რუს 29/21(ლ) აშშ 13-31, არგ’ა 24:22, იტა’ა 7-8

2010 გერ 77:3(2ლ) პორ 16-10, ესპ 17:9, რუმ 10-22, რუს 36/8, კან 22:15სბ, აშშ 19:17

2011 უკრ 62:3(ლ) ესპ 60:0, პორ 13-12, რუმ 18:11, რუს 15-9, შტლ 6/15, ინგ 10/41

2012 ესპ 18-25(ლ) პორ 32:7, რუმ 19-13სბ, რუს 46:0(2ლ) უკრ 33:3(2ლ) აშშ 20-36, კან 12-31, იაპ 22:25, ფიჯ 19:24

2013 პორ^ 25:12, რუს^ 23-9, ესპ 61:18(ლ) რუმ^ 9-9, ირლ’ა^ 15:20, ურუ^ 27:3, არგ^ 18-29, კან^ 19:15

2014 ბელ^ 35:0(ლ) პორ^ 34-9, რუს^ 36:10, ესპ^ 24-17, რუმ^ 22:9, ტონ^ 9:23

www.rugby.ge

0.11911