ფეხბურთი

1:03 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პერესი “ვალენსიას” ფეხბურთელია

“ბენფიკას” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, ენცო პერესი “ვალენსიაში” გადავიდა – იუწყება “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ, “ვალენსიამ” და “ბენფიკამ” შეთანხმებას მიაღწიეს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე პერესი “ლოს ჩეში” თამაშს შეძლებს.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ვალენსიაში დღეს ჩავა და ჩვენი დროით 14:25 წუთზე გაივლის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო შემდგომ კონტრაქტს გააფორმებს. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “ვალენსიას” ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელს 4-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს.

28 წლის ფეხბურთელი “ბენფიკას” რიგებში 2011 წლიდან თამაშობდა და 113 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლის გატანა და 18 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. მიმდინარე სეზონში პერესმა “არწივების” მაისური 19-ჯერ მოირგო და 1 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

0.120685