ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ცოტაღა დარჩა. ლა ლიგაში უკვე 16 ტური მიილია და მიმდინარე სეზონზე უკვე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია.
ნელ-ნელა ჩანს ესპანური კლუბების ზაფხულის სატრანსფერო საქმიანობის შედეგები. ბევრ მოთამაშეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა და იდეალურად მოერგო თავის კლუბს და ზოგზეც პირიქით...
დღევანდელ სტატიაში, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაჩარხულ საუკეთესო ესპანურ ტრანსფერებზე ვისაუბრებთ.
20. ჯონათასი – “პესკარადან” – “ელჩეში”
მიმდინარე სეზონში “ელჩე” ძალიან სუსტად გამოიყურება და 10 ქულით დამსახურებულად იკავებს ბოლო ადგილს. ვალენსიურ კლუბს 13 გოლი აქვს გატანილი, რაც დიდწილად ბრაზილიელი ფორვარდის, ჯონათასის დამსახურებაა. ის კლუბის ერთადერთი ნათელი წერტილია წინა ხაზში და გატანილი გოლების ნახევარზე მეტში ის მონაწილეობდა. 25 წლის თავდამსხმელმა ლა ლიგაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
19. ფედერიკო კარტაბია – “ვალენსიადან” – “კორდობაში”
“კორდობა” ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია. კლუბს ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და გოლის გატანა ძალიან უჭირს. ანდალუსიურ კლუბს მხოლოდ 11 გოლი აქვს გატანილი – ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ “გრანადას” აქვს (10 გოლი). “ელჩეს” მსგავსად, წინა ხაზში აქაც ერთი მოთამაშე გამოირჩევა, საუბარია 21 წლის არგენტინელ ნახევარმცველ ფედერიკო კარტაბიაზე, რომელიც “ვალენსიადან” ჰყავს ნათხოვარი “კორდობას”. კარტაბიამ 14 ჩატარებულ შეხვედრაში 3-3 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
18. მიგელ ანხელ მოია - “ხეტაფედან - “ატლეტიკოში”
30 წლის მეკარის ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა მოია “როხიბლანკოს” მშვენივრად მოერგო და 16 მილიონად ნაყიდ იან ობლაკს ძირითადში მოხვედრის შანსს არ აძლევს. მოიამ მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა. მოიას ტრანსფერი “ატლეტიკოს” 3 მილიონი ევრო დაუჯდა.
17. კარიმ იოდა – “ასტრადან” - “ხეტაფეში”
“ხეტაფემ” რუმინეთის ჩემპიონატიდან ფართო პუბლიკისთვის უცნობი მოთამაშე მიზერულ ფასად დაიმატა. 26 წლის ნახევარმცველი მადრიდულ კლუბს ძალიან კარგად მოერგო და ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. იოდამ ლა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
16. ხოაკინ ლარივეი – “რაიო ვალეკანოდან” – “სელტაში”
30 წლის არგენტინელი თავდამსხმელი “სელტაში” მადრიდული “რაიო ვალეკანოდან” გადავიდა. ლარივეი გალისიურ კლუბს კარგად მოერგო და 16 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინია თავი. გამოსარჩევია “ნოუ კამპზე” გატანილი გოლი, რომლითაც “სელტამ” “ბარსელონა” დაამარცხა გასვლაზე.
15. ლეო ბაპტიშტაო – “ატლეტიკოდან” – “რაიო ვალეკანოში”
22 წლის თავდამსხმელი 2013 წლის ზაფხულში მადრიდის “ატლეტიკომ” თანაქალაქელ “რაიო ვალეკანოსგამ” დიდი იმედებით შეიძინა. ბრაზილიელმა ვერ გაამართლა პირველი წრის დასრულების შემდ გომ “როხიბლანკომ” “ბეტისში” გაანათხოვრა, სადაც ბევრი ვერაფრით გამოირჩა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი, ბაპტიშტაო “რაიო ვალეკანოში” დაბრუნდა იჯარით. ლეო კვლავ მშვენივრად ათამაშდა და 16 შეხვედრაში
7 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
14. ჟერემი მატიე – “ვალენსიადან” - “ბარსელონაში”
31 წლის მცველის ტრანსფერს ბევრი უარყოფითად შეხვდა, თუმცა ფრანგმა მცველმა თავისი მაღალი დონე დაამტკიცა. კატალონიელებს რომ მხოლოდ 7 ბურთი აქვთ გაშვებული ამაში ჟერემის დიდი წვლილი მიუძღვის. მიმდინარე სეზონში მატიემ 16 შეხვედრა ჩაატარა. “ბლაუგრანას” მისი ტრანსფერი ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა.
13. შკოდრან მუსტაფი – “სამპდორიადან” – “ვალენსიაში”
მსოფლიოს ჩემპიონ მცველში “ღამურებმა” 8 მილიონი ევრო გაიღეს. გერმანელმა მცველმა ნიკოლას ოტამენდისთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა და მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს ლა ლიგაში. “ლოს ჩეს” 13 ბურთი აქვს გაშვებული. ამ მხრივ ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “ბარსელონას” აქვს. მუსტაფიმ 14 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
12. გჟეგოჟ კრიშოვიაკი – “რეიმსიდან” - “სევილიაში”
ესპანურმა კლუბმა კრიშოვიაკი 4.4 მილიონ ფუნტად დაიმატა “რეიმსიდან”. 24 წლის საყრედენი დიდებულად მოერგო “დალაქებს” და 21 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა. დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “სევილია” პოლონელ ფეხბურთელს სარფიანად გაჰყიდის ინგლისში.
11. ანდრე გომეში – “ბენფიკადან” – “ვალენსიაში”
“ვალენსიას” ახალ მფლობელ პიტერ ლიმს, ნიჭიერი პორტუგალიელი ნახევარმცველის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა. ანდრე უმალ მოერგო “ღამურებს” და კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. 21 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
10. დენის სუარესი – “ბარსელონადან” – “სევილიაში”
20 წლის ნახევარმცველი ანდალუსიურ კლუბში იჯარით თამაშობს. დენისი “სევილიას” შესანიშნავად მოერგო და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ ფეხბურთელად იქცა. სუარესმა მიმდინარე რიგებში 22 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
9. ლუსიანო ვიეტო – “რასინგიდან” – “ვილიარეალში”
21 წლის თავდამსხმელი “ვილიარეალმა” ზაფხულში 5.5 მილიონ ევროდ გაიფორმა. არგენტინელი შესანიშნავად მოერგო ვალენსიურ კლუბს და 23 შეხვედრაში, 12 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
8. ივან რაკიტიჩი – “სევილიდან” - “ბარსელონაში”
“ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდა. ივანი კარგად მოერგო კლუბს, თუმცა მას უფრო მეტი შეუძლია და რაც დრო გადის უფროდაუფრო დამაჯერებელი ხდება. რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
7. ანტუან გრიზმანი – “სოსიედადიდან” – “ატლეტიკოში”
“ატლეტიკომ” 23 წლის ფრანგში 30 მილიონი ევრო გაიღო და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს. თავდაპირველად, გრიზმანს ახალ კლუბში გაუჭირდა, თუმცა ნელ-ნელა მოუმატა და “როხიბლანკოს” ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. 25 შეხვედრაში 9 გოლი და 2 ასისტი – ასეთია ფრანგი შემტევის მონაგარი.
6. დენის ჩერიშევი – “რეალიდან” – “ვილიარეალში”
24 წლის რუსი ფეხბურთელი “ვილიარეალში” იჯარის წესით თამაშობს. “რეალის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი “ყვითელი წყალქვეშა ნავების” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და გუნდის წარმატებულ თამაშში დიდი წვლილი მიუძღვის. ჩერიშევმა 20 ჩატარებულ შეხვედრაში თავი 3 გატანილი გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
5. მარიო მანძუკიჩი – “ბაიერნიდან” - “ატლეტიკოში”
ხორვატ თავდამსხმელს რთული მისია ეკისრა, მას “ჩელსიში” წასული დიეგო კოშტა უნდა შეეცვალა. მანძუკიჩს ეს არ გასჭირვებია და შესანიშნავად მოერგო მადრიდულ კლუბს. მარიომ 22 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
4. ხამეს როდრიგესი – “მონაკოდან” – “რეალში”
80 მილიონ ევროდ ნაყიდი კოლუმბიელი “რეალს” კარგად მოერგო და რაც დრო გადის კიდევ უფრო უკეთესი ხდება. ბევრი მიიჩნევს, რომ მასში გადახდილი თანხა მის დონეს არ შეეფერება, მაგრამ ხამესი კარგი თამაშით ამტკიცებს, რომ მასში ამხელა ფული ტყულიად არაა გადახდილი. 23 წლის შემტევმა 25 შეხვედრა ჩაატარა, 9-გოლი გაიტანა და 8-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
3. კლაუდიო ბრავო – “სოსიედადიდან” – “ბარსელონაში”
31 წლის მეკარე კატალონიურმა კლუბმა 12 მილიონ ევროდ დაიმატა. ბევრი მიიჩნევდა, რომ “ბლაუგრანაში” მას სათადარიგოთა მეკარის ფუნქცია ექნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. კლაუდიო შესანიშნავად გამოიყურება და შანსს არ უტოვებს მარკ ანდრე ტერ-შტეგენს, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა “ბარსა”. ჩილელმა კიპერმა საუკეთესო შეხვედრა ალბათ “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩაატარა. მას რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუხდა და 3 ქულის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა “ბლაუგრანას”. ბრავომ ლა ლიგაში 16 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 7 ბურთი გაუშვა, რაც მის მაღალ დონეზე მეტყველებს.
2. ნიკოლას ოტამენდი – “პორტოდან” – “ვალენსიაში”
არგენტინელი მცველი “ღამურებმა” წინა ზამთარს 12 მილიონ ევროდ გაიფორმეს, თუმცა განაცხადში შეყვანა ვერ მოასწრეს და ზაფხულში შეუერთდა კლუბს. ნიკოლა კლუბს შესანიშნავად მოერგო და მთელი სეზონის განმალობაში ბრწყინვალედ გამოიყურება. მიმდინარე სეზონში “ვალენსიამ” მხოლოდ 13 გოლი გაუშვა, რითაც მხოლოდ “ბარსელონას” ჩამოუვარდება. ოტამენდის ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. მან ლა ლიგაში 16-ვე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1. ტონი კროოსი – “ბაიერნიდან” – “რეალში”
მადრიდის “რეალს” მსოფლიოს ჩემპიონის გაფორმება 30 მილიონი ევრო დაუჯდა. გერმანელი მალევე მოერგო “სამეფო კლუბს” და ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. გარდა იმისა, რომ უამრავ საგოლე გადაცემას აკეთებს, შეტევებსაც მშვენივრად შლის და არც მისი წამოწყება ეშლება. 24 წლის ნახევარმცველმა 26 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 11-ჯერ გაატანინა გუნდელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
La Stampa_ს მიერ დასახელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც 2000 წლიდან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელდა"
1) ჰიდეტოში ნაკატა - 2000 წელი _ პერუჯადან რომაშ_ ტრანსფერის ღირებულება 21.7 მილიონი ევრო
2) კახა კალაძე - 2001 წელი _ დინამო კიევიდან მილანში _ ტრანსფერის ღირებულება 16 მილიონი
3) დეიან სტანკოვიჩი - 2004 წელი _ ლაციოდან ინტერში _
ტრანსფერის ღირებულება 4 მილიონი
4) ედინსონ კავალი - 2007 წელი _ დანუბიოდან პალერმოში _ ტრანსფერის ღირებულება 5 მილიონი
5) ალექსის სანჩესი - 2007 წელი _ კობრელოადან უდინეზეში _ ტრანსფერის ღირებულება 3 მილიონი
6) ტიაგო სილვა - 2009 წელი _ ფლუმინენსედან მილანში _ ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონი
7) ანდრეა ბარძალი - 2011 წელი _ ვოლცბურგიდან იუვეში _ ტრანსფერის ღირებულება 300 ათასი ევრო
8) ანტონიო კანდრევა - 2012 წელი _ არენდის წესით ჩეზენადან ლაციოში
9) მარიო ბალოტელი - 2013 წელი _ სიტიდან მილანში _ ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი
10) რაჯა ნაინგოლანი - 2014 წელი _ კალიარიდან რომაში _ ტრანსფერის ღირებულება 14 მილიონი
ეს ეტყობა იტალიაში
მაინც ორ გუნდა ჩემპიონატია ეს ლა ლიგა რაც არუნდა გაძლიერდნენ კონკურენტი გუნდები ერთ წლს რეალი მომალვალ წელს ბარსელონა და ასე შემდეგ. 10 წელიწადში ერთხელ ვიგაც უბედურს გახდიან ჩემპიონს რეკლამის გულისთვის ,, რატო უნდა მოგწონდეს ლალიგა ვერ ვხდებიი : ((((
Gelodebi sad waxvedi?
ვთამაშობ
Wavedi me dzma...sxva dros vitamashot kide..ar damekargo
კაი ზმა კარგად
შემო პოკერში იოსკა
Magida tuar shevqmeni xo ici ver mogagneb
Tamashob ?
კი მიდი გააკეთე მოგაგნებ მე
Gavaqete
გუგუნი მიდის
Gushin ra qeni igugune bolomde ?
DDDDDDDDDDD
ხო
სრული სისულელე
შენ ჩელსის ფან. ხარ ხო?
რეალის ფანია
Rogor xar?ra qeni gushin?
ვაა იოსკა ზმა
SantaBarbara ამდენი სტატიები შენ თარგმნე და ბეჭდე ყოველ დღე და ნახავ მესის მაგივრად შეიძლება ნესვი დაწერო
DDDDDDDDDDDD
ნესვი კაია
ჰოო... ისე, მესის აშკარად მირჩევნია ნესვი
))
Kai nasvi kaiaa
ირაკლი ალიმბარაშვილო, წვრილი რომ არაა და წვლილი რომ არის, ეს შენთვის არ უსწავლებიათ?
) თავიდან, მექანიკური შეცდომა მეგონა, მაგრამ ორ ადგილას გიწერია მასე
)
ეგრე ეხლა მეც დაგიწერ შეცდომას შენს კომენტარში გინდა (მექანიკური)
კიარა ხელოვნური მექანიკური შეცდომა მანქანის მართვის დროს შეილება მოგივიდეს
დამიწერე, ბაზარი არაა
) რუსული განათლება მაქ მიღებული და მე შეცდომა რომ დავუშვა რა გასაკვირია?
) მაგრამ რომ შემისწორებ, მადლობას გეტყვი
)
არაფერი გეწყინოს არც შენ მეგობრულად
შეგისწორე 
კაცურად, ამხელა სტატიაში მაგაზე აღსანიშნავი ვერაფერი ნახე თუ შეცდომას ეძებთ სტატიებში?
)) რობოტები არ ვართ და შეიძლება შეგვეშალოს რაღაც
)) პროსტა ზოგჯერ მექმნება შთაბეჭდილება, რომ შეცდომას ელოდებით
)
ღმერთმა დამიფაროს, სპეციალურად შეცდომის მოსაძებნად, რომ ვკითხულობდე სტატიებს
) უბრალოდ, შეგისწორე და თუ რამე გაგიტყდა, ბოდიში, არ მინდოდა რამე გწყენოდა
)
პროსტა ცოტა სხვანაირად შეგეძლო გეთქვა, თორემ სამართლიან შენიშვნებს ვიღებ და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ
არ უსწავლებიათ და ეგეთEბის ნაცვლად პროსტა ჯობდა გეთქვა, რომ შეცდომა გაქვსდა მორჩა სულ ეგაა
)
კაი არაუშავს
არ მწყენია, არა
ჯიგრულად და წარმატებები, დამდეგს გილოცავ 
შენზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ არის აქ ხალხი, ვისაც რაც არ უნდა დაუწერო მაინც გაგაკრიტიკებს რაღაც წვრილმანზე და ვიფიქრე, ამჯერადაც ეგ შემთხვევა ხომ არაა თქო, მაგრამ შენი ნაწერიდან გამომდინარე მივხვდი რო ეგრე არაა
იკა კაი კაცი ხარ გაიხარე ერთი თხოვნა მექნება ამ ბოლო დროს ცოტა პასიურად შუქდება საქართველოს უმაღლესი ლიგა და იქნებ რამე ნაირად მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ როდის იკრიბებიან კლუბები სად გეგმავენ შეკრების გავლას ვის ითხოვენ ვის იწვევენ და ასე შემდეგ მადლობა წინასწარ
მე უცხოურ ფეხბურთზე ვარ ძირითადად ჯიგარო და თქვენ თხოვნას გადავცემ ვისაც ეხება ქართულ ფეხბურთი. ყველანაირად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა კატეგორიაში
მადლობ თუ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებ და გადასცემ ვისაც ქართული ფეხბურთის ბლოკი ეხება წინასწარ მადლობა და წარმატებას გისურვებ შენს საქმეში გილოცავ დამდეგს თქვენ და მთლიანად საიტის რედაქციას
გაიხარე შენც ასევე
Aseti baierni arasodes yopila
DDDDDDDDDDD
ბაზარი არაააა გერმანული აღარაფერი აცხია
კროოს რ. გაუშვებ და ალნსოს მიიყვან რავიცი
ეხლა არ დაიწყოტ ალონსო მაგარი იგროკიაო რეალმა შვება იგრძო ვინმეზე მიესაღებინა როგორც ბარსას უნდა ხავი მიასაღოს ვინმეს
აი რა ჩემს ფეხებათ უნდოდა ხაბი ალონსო მოათრია 60 წლის იგროკი და 30 ლიმონად კაპიკებში წაართვა რეალმა წართმევასაც ვერ ვიტყვი გვარდიმ მოიშორა ფაქტიურად და შემახსენეთ ალონსოს ტრანსფერი რა დაუჯდა ბავარიას?
ნწნწ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
alcantara___ მე გვარდის ვეთანხმები 4 ესპანელი ნამდვილად კარგია და გვადგება აი რეინა კი გასაგდებია რადგან რავი რა ემართება ბაიერნში არ თამაშობს და ისე იტრამვება სულ თორემ ის 4 ესპანელი ლომები არიან და გეთანხმები მთავარია ფეხბურთელის დონე და არა ეროვნება
ნახავთ ზმაო ნახავთ და მერე სხვანაირად ილაპარაკებთ გამოჩდება ლიგაზე თქვენი გვარდიოლა
იმედია გამოვარდება თან ისევე სამარცხვინოდ როგორც შარშან იმიტო რო მინდა დაბრუნდეს ასე რომ მაგით ვერაფერს დაამტკიცებ
ანჩელოტის ისეთი ფინალი აქვს წაგებული ხმა არ უნდა ამოეღებოდეს მაშინ
და რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების ხალხი ითამაშებს ბავარიაში არ მესმის ესპანელები მიათრიაო აგერ მუშნიც იძახის ხოლმე და ემდურის რეინას სკამზე ჯდომა რო დიდი ფუფუნებაა და მეორე მეკარე რო ამხელა დონის გყავს სულ უფასოდ ცუდია? ან ალონსო? ან ახალგაზრდა ტალანტი ალკანტარა? გაჩერდით ბიჯო პეპზე მეტი რო ვიცოდეთ ის იქ არ იქნებოდა და ჩვენ აქ ის არის გენიოსი და ეს მხოლოდ დასაწყისია მას არ ჭირდება მესი მას არ ჭირდება ინიესტა ჩავი მას ჭირდება ფეხბურთელი რომელიც გაიგებს მის ტაქტიკას და ისე მოიქცევა როგორც ეტყვის თორე რობენს პასების გაკეთება არ დაეწყო გაუშვებდა ჩვენს მეზობელ თურქეთში ჭ ლიგაში
oscar_8 რა თქმა უნდა გვარდისაც ჰქონდა შეცდომები მაგრამ გვარდის მუშაობას მე მივესალმები და დიდი იმედი მაქვს მისი,გვარდი გენიოსია
გვარდიოლაზე სასაყვედურო არავის არაფერი აქვს (იმედი მაქვს გამოუშვებენ)... კარგი იქნება თუ დაემდურებიან
მაგრამ როგორც ვიცი 18 წლამდე უნდათ გერმანელებს კონტრაქტი გააგრძელონო და რავიცი ესეთი დახვეწილი ბაიერნი მე არ მახსოვს არ ვიცი ვის რა მოწონს მაგრამ ჰაინკესმა დრო მოანდომა ისეთი ბაიერნის ხილვას რაც გვახსოვს თუმცა პეპის ბავარია უფრო მრისხანე იქნება თუ აცლიან (იმედია არ აცლიან
)
oscar_8 ჰაინკესის სულ ყველაფერი ................... მცხვენია რომ ეგ კაცი ბაიერნის მწვრთნელი იყო მან ისეთი კომენტარი გააკეთა ბაიერნზე არცერთი ბაიერნის ქომაგი ჰაინკესის გუნდში ყოფნას სულ მწვრთნელის გარეშე ყოფნა გვირჩევნია
რა კომენტარი გააკეთა არ ვიცი ნაღდად მგრამ მის დროს რო ბავარიამ ჩაატარა სეზონი ლიგაზე ეგრე დამაჯერებლად არავის უთამაშია არც ბარსას არც რეალს დისტეპანოს დროს თუ მომხდარა ეგეთი რამე არ ვიცი მარა იმენა პატარა ბავშვებივით რამდენსაც უნდოდა იმდენს უტანდა ბარსას რა უყო ვერ ნახე ვინ იზავს კიდე ამას დახვრიტა ისე მოუგო რასაც ქვია ცალი ფეხით მოიგოო
ჰიონესია თუ ჰაინკესი სულ მერევა ესენი ერთმანეთში
ჰიონესი იყო მაგარი კაცი გვარდიოლას კიდე წიკები ჭირს თავისებური შეხედულებები აქვს სუბიექტური გადაწყვეტილებები და გამოგონებები ჭირს ხან ბრაზილიელი არ ევასება გატენა ესპანელებით ბავარია აი ძმაო ნახავ შახტართანაც როგორ გაუჭირდეს ბავარიას არაფერი გუნდია იმასთან შედარებით ლიგა რომ მოიგეს ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ მე მალე დაინახვთ თქვენც ლიგის ნახერვრ ფინალს რომ მოგანატრებთ
შენ ეტყობა შარშანდელს მერე ბაიერნის თამაში არ გინახავს უფრო სწორედ შარშანწილდელის მერე გუნდს რამდენი ტრამვირებული ფეხბურთელი ყავს გადახედე და მაინც რა მაგრად ჩაამთავრეს პირველი წრე
კაი რაა ბუნდესლიგას დუბლებით მოიგებს ბაიერნი
დღემდე გამოუცნობ ამოცანად რჩება მატიეს ყიდვა
ტიპმა რეები გააკეთა ბავარიამ რო ლიგა მოიგო ეგრე დამაჯერებლად ვინმეს აეღოს ლიგა მე არ მახსოვს გუნდები დაბომბა იმენა ვისაც შეხვდა 5 ბურთით უგო
ჩამილო რომელი ბავარია უფრო მისაღები იყო შენთვის ჰიონესის თუ გვარდის?
ჰაინკესი ნამდვილად.
ჰაინკესია ეგ ძმა
ხოო ხო ჰაინკესზე ვლაპარაკობ
სუარესი გამოგრჩათ :-)
სუარესს ორ სეზონში კაპიკრბში გაყიდია
ბუნდესლიგას კიდე შენც მოიგებ რო დაგნიშნონ ბავარიას მწვრთნელად
მასე იძახდნენ გვარდიოლას გარეშეც მოიგებს ბარსა ყველაფერსო მაგრამ კი არიან უქმად
დაღუპავს ნელნელა საათივით აწყობილ გუნდს მუშნი მართალს ამბობს რო აკრიტიკებს გვარდიოლას რა კაცი გაუშვით ჰიონესი და მოათრიეთ ეს ცოცარი
ვა ჯერ ჰიონესი არავის გაუშვია ნებით ის დაიჭირეს და გერმანული კანონმდებლობით არ აქვს უფლება რომელიმე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს სანამ 3,5 წელიწადი არ გავა და მუშნის როგორც გვარდის წასვლა უნდა ისე უნდა მაგ 2 ჭუჭყის მოშორება გუნდიდან რასაც დანტე და რაფინია ქვია
oscar_8 აბა სამბას მოცეკვავეს რომ გავისტუმრებთ მერე ავშენდებით ბონუჩის რომ დავიმატებთ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
oscar_8 არა ბრატ ეგეთებს არ ვკარგავთ,სამბას მოცეკვავეს კი გავაპანღურებთ ზაფხულში
ხოდა მაგ გვარდიოლას ხელში დაიჭერთ მარტო სინს ხაშლამის გარეშე
DDDDDDDDDDDDDD
ბენტია არ დაგეკარგოთ არსად ჩამილო
ბენატია ბენატია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კროოსზე კარგად ჩაბი ირჯება ბაიერნში
ირჯოს მერე
ირჯოს

DDDDDDDDDD
კროოსს უნდა ჩაახტეს
არ აუცურდეს
და ზედ საკუარზე არ ჩაახტეს ცოცრით?
ვაა ჩაახტეს ხო
ვა აბა რატო უნდა აუცურდეს?
დამღალე უკვე
მერე რას მპასუხობ
12. გჟეგოჟ კრიშოვიაკი – “რეიმსიდან” - “სევილიაში”
9. ლუსიანო ვიეტო – “რასინგიდან” – “ვილიარეალში”
16. ხოაკინ ლარივეი – “რაიო ვალეკანოდან” – “სელტაში”
კროოსი დახვრიტეთ,გააციმბირეთ,გატყიპეთ
ობიექტურად შედგენილი სიაა... განსაკუთრებით პირველი სამეული