ფეხბურთი

19:24 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოსნოს” მეხუთე ქართველი დაემატა

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ტიხვინის “ტოსნოს” მარჯვენა მცველი გურამ თეთრაშვილი შეემატა. ამის შესახებ “ტოსნოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

26 წლის ფეხბურთელი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, აქამდე ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიაში” გამოდიოდა. “ტოსნოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე გრიგორიანი, ვიდრე ტიხვინურ კლუბში დაინიშნებოდა, სწორედ ვლადივოსტოკში მუშაობდა და თეთრაშვილი მან მიიწვია.

პირველი დივიზიონის პირველ წრეში “ტოსნოში” ოთხი ქართველი ფეხბურთელი: მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი გიორგი ნავალოვსკი, ფორვარდები ოთარ მარცვალაძე და მიხაილ გორელიშვილი თამაშობდა.

0.11981