ფეხბურთი

18:54 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” კრამარიჩის სანაცვლოდ 9 მილიონს იხდის

ლონდონის “ჩელსი” მზადაა ხორვატული “რიეკას” 23 წლის თავდამსხმელის ანდრეი კრამარიჩის შესაძენად 9 მილიონი ევრო გადაიხადოს. კრამარიჩის ირგვლივ ბოლო ხანებში ბევრი იწერება, თუმცა ფეხბურთელის ტრანსფერს საშველი ჯერჯერობით ვერ დაადგა.

არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარი ფორვარდის აგენტმა და მამამ იოზეპ კრამარიჩმაც გააკეთა:

“ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. ანდრეის სურს, რომ სიტუაცია მალე და მშვიდობიანად გადაწყდეს. რაც შეეხება “ჩელსის”, ამის თაობაზე არაფერი ვიცით” – განაცხადა უფროსმა კრამარიჩმა.

ფეხბურთელის შეძენით ლონდონელთა გარდა, სერიოზულადაა დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსიც”.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდს ხორვატიის ჩემპიონატში 18 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130844