კვიპროსის საფეხბურთო პირველი დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “ნეა სალამინა” ლაშა გვალიას დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.
23 წლის ნახევარმცველი “ნეა სალამინაში” 26 დეკემბრიდან ვარჯიშობდა, მაგრამ სჩანს მთავარ მწვრთნელ ნიკოს პანაიოტუს თავი ვერ მოაწონა.
გვალიამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრე “ზესტაფონში” გაატარა, სადაც 10 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.